მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში დიდ ცვლილებებს აპირებს – ვინ დატოვებს პოსტებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის ცვლილების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებშიც. სავარაუდოდ თანამდებობებს დატოვებენ მინისტრის მოადგილეები და საგზაო დეპარტემანტის ხელმძღვანელი. სტრუქტურულ ერთეულებში ცვლილებების შესახებ ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი განცხადებას მომავალ დღეებში გააკეთებს.

შეგახსენებთ, სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, გიორგი კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრად მაია ცქიტისვილი დანიშნა, ამ თანამდებობაზე მან ზურაბ ალავიძე შეცვალა, რომელმაც კერძო სექტორში გადაინაცვლა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018