ლალი მოროშკინა: ,,ნანი ბრეგვაძეს გულმა რომ დაარტყას, ვინ აგებს პასუხს?!.. იმხელა ,,შტრაფი” დაეკისრება, სახლის გაყიდვაც არ ეყოფა”

ლალი მოროშკინა: ,,ნანი ბრეგვაძეს გულმა რომ დაარტყას, ვინ აგებს პასუხს?!.. იმხელა ,,შტრაფი" დაეკისრება, სახლის გაყიდვაც არ ეყოფა"ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ამბობს, რომ მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ 28 მარტს მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი არ უნდა გააუქმოს, რადგან მას  აქვს კონტრაქტი და უარს თუ იტყვის, ფინანსურად დაზარალდება. ამის შესახებ მან გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში” ისაუბრა.
_ ნანიმ რომ უარი თქვას კონცერტის გამართვაზე, რამხელა ,,შტრაფები” და საურავი დაეკისრება, ვინმეს უფიქრია?! დღეს ქალბატონ ნანის გულმა რომ დაარტყას, იმიტომ, რომ ისეთი საშინელება ხდება პრესაში და ტელევიზიაში, ვინ აგებს ამაზე პასუხს?!

ჩვენ რომ ასეთი დიადი ქალბატონი, აი, ამ ყველაფრის გამო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავაგდოთ, რა ქნას ქალბატონმა ნანიმ, სახლი გაყიდოს, რომლის ფულიც არ ეყოფა?! 20 და 30 000-იანი დარბაზებია, ეს ხომ არ არის 20 კაციანი დარბაზი?! როგორ შეიძლება კონტრაქტზე უარის თქმა. როგორ შეიძლება, ქალბატონ ნანიზე გადავტეხო ქვეყნისთ მთელი უბედურება!, – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

ჯერჯერობით ნანი ბრეგვაძეს გადაწყვეტილი არ აქვს, გააუქმებს თუ არა კონცერტს.

-არ ვიცით. ვერ გეტყვით, შესაძლოა გადაიდოს. რა ვქნათ, ჩვენ თვითონაც არ ვიცით, – განაცხადა ეკა მამალაძემ, რომელიც ასევე მონაწილეობს 28-ში დაგეგმილ კონცერტზე. მიწვეული სტუმრები არიან _ ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე.

დაგეგმილია, რომ ნანი ბრეგვაძე კონცერტს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გახსნის, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ნანი ბრეგვაძის კონცერტის გამართვას მოსკოვში მას შემდეგ მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება, რაც არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში დაიღუპა( როგორც ამბობენ, ის წამებით მოკლეს) და მის ცხედარს ოჯახს და სამშობლოს დღემდე არ აძლევენ.