კემეროვოში მომხდარ ხანძარს ქართველი ტატიანა დარსალია ემსხვერპლა – ,,ბავშვებს კინოდარბაზის კარი ჩაუკეტეს”

კემეროვოში მომხდარ ხანძარს ქართველი ტატიანა დარსალია ემსხვერპლა - ,,ბავშვებს კინოდარბაზის კარი ჩაუკეტეს"25 მარტს რუსეთში, კემეროვოს ოლქში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა და 50 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, აქედან უმეტესობა ბავშვია. ხანძარი მეოთხე სართულზე გაჩნდა, სადაც კინოდარბაზი იყო.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 53 ადამიანის დაღუპვა ოფიციალურად დაადასტურა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება, უკვე დაკავებულია ოთხი ადამიანი.

რუსული მედიის ცნობით, მრავალი დარღვევაა აღმოჩენილი. ამის შესახებ კემეროვოს ოლქის გუბერნატორის მოადგილე ვლადიმირ ჩერნოვი საუბრობს.

-წინასწარი ინფორმაციით, უამრავი დარღვევაა, მათ შორის სათადარიგო გასასვლელების მხრივ.  ისმის მთავარი  კითხვა, რატომ აღმოჩნდა კინოდარბაზის კარი ჩაკეტილი,  აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე, _ აცხადებს ჩერნოვი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარს  ერთი ქართველი, 1980 წელს დაბადებული ტატიანა დარსალიაც ემსხვერპლა.