თინა კანდელაკი ორსულადაა?

ტელეწამყვანი და ტელეარხ Матч ТВ-ს გენერალური პროდუსერი თინა კანდელაკი საკუთარ ფეხმძიმობაზე მიანიშნებს. ამის შესახებ მან Instagram-ზე ერთ-ერთი პოსტის კომენტირებისას დაწერა.

ჩანაწერი კანდელაკის და სპორტსმენ იაროსლავ სვიატოსლავსკის შეხვედრას შეეხებოდა. ერთ-ერთმა ხელმომწერმა თავის კომენტარში დაწერა, რომ არასდროს ექნებოდა ისეთი წელი, როგორც მას, რაც უნდა გაეკეთებინა. კანდელაკმა კი უპასუხა: “წელთან დაკავშირებით საქმე რთულად არის და უფრო რთული იქნება მომავალი 9 თვის განმავლობაში“.

42 წლის ჟურნალისტი მეორე ქორწინებაში იმყოფება. პირველი ქორწინებიდან მას ორი შვილი – 18 წლის მელანია და 15 წლის ლეონტი ჰყავს.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018