თინა ბოკუჩავა თამარ ჩერგოლეიშვილს: ,,თამარა, ანუ რატიანის გამო მსჯიდა მიშა და შენ კაპუჩინოს გამო დამსაჯე”

პარლამენტის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ,,ტაბულას” დირექტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს პასუხობს, მიშა სააკაშვილი რატიანის გამო მსჯიდა და შენ კაპუჩინოს გამო დამსაჯეო. დეპუტატის ეს კომენტარი ჩერგოლეიშვილის პოსტს მოჰყვა.

,,ბოკუჩავას სჯიდა მიშა და ბოლო ხმაზე კიოდა, ეგ ქათამი ამოაგდეთ სიიდანო. სჯიდა იმიტომ, რომ გიორგი ვაშაძის და სერგო რატიანის არჩევნების დროს, თიკამ მხარი სერგოს დაუჭირა და არა ვაშაძეს – ვისაც მიშა ლობირებდა ადეიშვილის ხელით. გიგას საერთოდ არ ჰქონია თავში აზრად თიკას სიაში ჩასმაზე ბრძოლა – მაგრამ რა…

მე და გვარამია მაგრად დავცინოდით გიგას – სამარხვო კაპუჩინოს რომ ქალი სვამს, მაგას შენ რატომ უნდა ლობირებდე მეთქი – გვარამიაც აყოლილი იყო. ეს ყველაფერი ჩემს სახლში ხდებოდა – მთავარი კენჭისყრის წინა ღამეს”, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

ბოკუჩავამ ფეისბუქში დაწერა:

,,რამდენი გიწერია თამარა. ანუ მიშა რატიანის გამო მსჯიდა და შენ კაპუჩინოს გამო დამსაჯე. გასაგებია…ნიკა გვარამია, შენც რომ გაგრია”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018