თეა წულუკიანი: ,,ცუდი გარეგნობის ადამიანს მიწოდებენ, როცა არგუმენტად ვერაფერს მიპირისპირებენ” – მინისტრის თქმით, ის დისკრიმინაციის მსხვერპლია

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დისკრიმინაციული გამონათქვამების მსხვერპლი ხშირად ყოფილა და არა მხოლოდ მამაკაცების, არამედ ქალების მხრიდანაც.

მინისტრის თქმით, მსგავს დამოკიდებულებაზე პასუხი და გამოსავალია, მანდილოსნებმა ფარ-ხმალი არ დაყარონ და არგუმენტირებული ბრძოლა გააგრძელონ.

-თითქოს ეს ყველას კულტურულ პრობლემად გვაქვს და რაღაცნაირად, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ, როცა ქალის მიერ დაფიქსირებული პოზიციები არ მოგვწონს და სხვა არაფერი გვაქვს სათქმელი, მას ასე არ უნდა მივმართოთ.

ჩემს შემთხვევაში არგუმენტად ვერაფერს რომ ვერ მიპირისპირებენ, ჩემთვის ცუდი გარეგნობის ადამიანი უწოდებიათ, ამას მიჩვეული ვარ.

ყველა იმ ქალბატონს თანავუგრძნობ, ვინც ჩემნაირად ამის მსხვერპლი ყოფილა, მაგრამ ამის ერთადერთი პასუხი, წამალი და გამოსავალია, რომ ფარ-ხმალი არ დავყაროთ და არგუმენტირებული ბრძოლა გავაგრძელოთ, რომელიც ტყუილებზე დაფუძნებას კი არ გულისხმობს, არამედ სიმართლესა და პროფესიონალიზმს, რაც ქართველ ქალებს ყოველთვის ახასიათებდათ და ახლაც ახასიათებთ, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პირველი არხი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018