თამთა მურადაშვილი: ,,ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ტყვედ თუ ამიყვანდნენ” – ვიდეო

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი მისი ავტომობილის შიგნიდან გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ასახულია მასზე და გიორგი გაბუნიაზე „ართული მარშის“ წევრების თავდასხმა. ადვოკატი ფეისბუქში წერს:

“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ტყვედ ამიყვანდნენ. როცა ჩემს გადაღებულ ვიდეოებს ვუყურებ, ვრწმუნდები რომ ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება და რომ ეს ნამდვილი ტყვეობა იყო. ნახევარსაათიანი კოშმარი!

ნახევარსაათიანი მხოლოდ იმიტომ, რომ მე და გიორგი გვიხსნეს რუსთავი2-ის თანამშრომლება.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო რუსთავი2-ის ყველა თანამშრომელს ჩვენი ასეთი დაცვისთვის. ამ ვიდეოში ჩანს როგორ ცდილობენ რუსთავი2-ელები “ქართული მარშის” წარმომადგენლების მანქანიდან გარიდებას და თვითონ დგებიან მანქანის გარშემო, რომ დაგვეხმარონ მშვიდობიანად გასვლაში.

ჩვენ ჩვენივე თანამშრომლებმა დაგვიხსნეს”, – წერს მურადაშვილი.

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018