ზაზა გაბუნია: ,,თამარ მეფის ხატის უადგილო ადგილზე გამოსახვა არ არის მარტივი ემოცია და ამით ნატკენი გული”

,,ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა გაბუნია პრეზერვატივებზე თამარ მეფის პრინტის დატანას ფეისბუქით გამოეხმაურა.

,,ვინც თამარ მეფის ხატს გულით თუ გულზე დაკიდებულს ატარებს, აბა იქნებ მათ ჰკითხოთ მათთვის რას ნიშნავს მისი გამოსახულების უადგილო ადგილზე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით გამოსახვა. არ არის მარტივი ეს ემოცია და ამით ნატკენი გული. არ შეგვშვენის ჩვენივე თანამოქალაქეების ფეხებზე დაკიდება, ეს გაუმართლებელია!..

პ.ს. ამის საპასუხოდ ჯვაროსნული ლაშქრობა და ძალადობრივი ქმედებაც გაუმართლებელია. ასეთი პრობლემები ძალადობით არ გვარდება. არ არის ეგ პასუხი! საქმე ერთმანეთის გათვალისწინებაშია. მოქალაქეები უნდა ვფიქრობდეთ ერთმანეთზე, რაღაცის კეთებისას უნდა ვითვალისწინებდეთ ერთმანეთს. ეს ერთ-ერთი სვეტია, რაზეც დგას და უნდა იდგეს ცივილიზებული საზოგადოებები”, – წერს გაბუნია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018