ვლადიმირ ჩერნოვი: ,,ისმის მთავარი  კითხვა: რატომ აღმოჩნდა კინოდარბაზის კარი ჩაკეტილი?” – კემეროვოს ტრაგედია და ტატიანა დარსალიას გმირობა

ვლადიმირ ჩერნოვი: ,,ისმის მთავარი  კითხვა: რატომ აღმოჩნდა კინოდარბაზის კარი ჩაკეტილი?" - კემეროვოს ტრაგედია და ტატიანა დარსალიას გმირობარუსეთში, კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ქართული წარმომავლობის პედაგოგი, ტატიანა დარსალიაა. ის კემეროვოს მე-17 გიმნაზიაში ინგლისურ და გერმანულ ენებს ასწავლიდა, იმავე გიმნაზიაში სწავლობდა მისი შვილი, ელია. ტატიანა 37 წლის იყო.

კვირას ტატიანა 14 წლის შვილთან, ელიასთან ერთად სავაჭრო ცენტრში წავიდა. მოსწავლეები ყვებიან, რომ, როდესაც პანიკა დაიწყო, ტატიანამ შვილი შენობიდან გარეთ გააგდო. როგორც ყვებიან, ქალიშვილის შენობიდან გაყვანის შემდეგ კინოდარბაზიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, გაიგონა ბავშვების ხმები, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ და უკან მიბრუნდა.  ცდილობდა, ისინი გარეთ გაეყვანა, მაგრამ თავადაც ვეღარ მოახერხა გამოსვლა.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარს ამ დროისთვის 64 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა ბავშვია.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება, უკვე დაკავებულია ოთხი ადამიანი.

რუსული მედიის ცნობით, მრავალი დარღვევაა აღმოჩენილი. ამის შესახებ  ოლქის გუბერნატორის მოადგილე ვლადიმირ ჩერნოვი საუბრობს.

-წინასწარი ინფორმაციით, უამრავი დარღვევაა, მათ შორის სათადარიგო გასასვლელების მხრივ.  ისმის მთავარი  კითხვა, რატომ აღმოჩნდა კინოდარბაზის კარი ჩაკეტილი,  აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე, _ აცხადებს ჩერნოვი.