დედით ქართველი და მამით სომეხი სერგეი ლავროვი 68 წლის გახდა – ,,ჯობია დაისვენოს, იქნებ უკეთესი დიპლომატებიც გვყავს”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც 21 მარტს დაბადების დღე ჰქონდა, შესაძლოა პირველი დიპლომატის პოზიციას დაემშვიდობოს… რუსული მედიის ინფორმაციით, ლავროვი შესაძლოა, ვლადიმირ პუტინის რიგით მეოთხე ინაუგურაციის შემდეგ დაასვენონ.

ასევე რუსული მედიის ცნობით, მას ძალიან უყვარს სპორტი და თევზაობა. თავისუფალ დროს ლექსებსაც წერს და პოლიტიკური ანეკდოტების მოყოლაც ძალიან მოსწონს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს.

“ჯობია, ბატონ ლავროვს დაბადების დღე მივულოცოთ და სპეკულაციებს ყურადღებას ნუ მივაქცევთ,” – განაცხადა მან.

რუსული მედიიის ცნობით, დედით ქართველი და მამით სომეხი სერგეი ლავროვი 68 წლის გახდა და 14 წლის განმავლობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა შეუცვლელი მინისტრი იყო. “ჯობია დაისვენოს, იქნებ, სხვა უკეთესი დიპლომატებიც გვყავს”, – წერს რუსული მედია.

რაც შეეხება სერგეი ლავროვის “დედულეთთან” ურთიერთობას, 2016 წელს ახალგაზრდულ ფორუმზე მან განაცხადა, რომ საქართველო ძალიან უყვარს და ჩამოსვლა სურს, თუმცა სტატუსის გამო ამას ვერ ახერხებს…

ამბები.ჯე

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018