დავით ქაცარავა: ,,ვნახე ტატუნაშვილის დაგლეჯილი მტევნები, ჩაშავებული ხელები, მოჭრილი თითი…” – რუსეთის ცინიკური დასკვნა – ჰეპატიტი, გული

ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილზე წერს, რომელიც საქართველოში გუშინ გადმოასვენეს.

ქაცარავა ამბობს, რომ ტატუნაშვილი სასტიკად ნაწამებია.

,,ამ წუთას ვიმყოფები წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის სახლში.
არჩილი სახლშია. ოჯახს მიეცა საშუალება, დაიტიროს შვილი. სანამ ექსპერტიზა დადებს ოფიციალურ დასკვნას, მე გეტყვით, რა ვნახე საკუთარი თვალებით.

მისი დაგლეჯილი მტევნები, ჩაშავებული ხელები, მარჯვენა ხელზე მოჭრილი საჩვენებელი თითი, დასიებული სახე.

არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად ნაწამებია!
ერთმორწმუნე რუსი ძმების მიერ სადისტურად ნაწამები და ცინიკურად მოკლული!

რუსული, ჯალათური ექსპერტიზის დასკვნაა – ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი და გულის მწვავე უკმარისობა!

რუსეთი მტერია! რუსეთი ოკუპანტია! რუსეთი ჯალათია! რუსეთი კლავს!

პ.ს. მივმართავ ყველას, ვინც თვლის, რომ რუსეთი ერთმორწმუნე ძმა და მეგობარია, რომ რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზოანოთ და ა.შ. დატოვეთ ჩემი მეგობრების რიგები! !არ მინდა, მქონდეს თქვენთან არაფერი საერთო! რუსეთი ჩემი მტერია! ძალა ერთობაშია!”, – წერს დავით ქაცარავა.

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018