გიორგი ჩაკვეტაძეში ,,ბაიერნი” 6 მილიონ ევროს იხდიდა _ ნახეთ, როგორ თამაშობს ქართული ფეხბურთის მომავალი – ვიდეო

,,ეს ბიჭი ქართული ფეხბურთის მომავალია” – წერენ გიორგი ჩაკვეტაძეზე.

გიორგი ჩაკვეტაძე – 18 წლის

სიმაღლე – 1.83

გუნდი – “გენტი” ( ბელგია )

ბელგიურ მედიაში დღემდე იწერება, რომ “გენტმა” ჩაკვეტაძე მსოფლიო ფეხბურთის გრანდ მიუნხენის “ბაიერნს” ცხვირწინ ააცალა. ამ საქმის ახალ დეტალს გერმანული ინტერნეტგამოცემები აქვეყნებენ: ჩაკვეტაძეს “ბაიერნში” კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი იწვევდა, რომელიც ბოლო დროს მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული მონდომებით ეძებს ახალგაზრდა ტალანტებს. გამოცემები  წერენ, თითქოს ქართულ კლუბს 6 მილიონი ევროც შესთავაზეს, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული მცდელობა იყო – ქართველი ტოპ-ტალანტი “გენტმა” წაიყვანაო.
საინტერესო ცნობას წავაწყდით “ტრანსფერმარკტზეც”: გერმანულ სამენეჯერო ინტერნეტგამოცემაში მითითებულია, რომ ქართველი ფეხბურთელი ბელგიურმა კლუბმა 1,5 მილიონ ევროდ შეიძინა.

ლელო. ვიდეო სპორტალ.ჯი-ს

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018