გიორგი მღებრიშვილი ესპანურ ,,ვოისში” მონაწილეობს

გიორგი მღებრიშვილი, რომელსაც საზოგადოება ფეისბუქში ატვირთული სახალისო ვიდეობით იცნობს, ესპანურ ,,ვოისში” მონაწილეობისთვის ემზადება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

,,მაშ ასე ჩემო მეგობრებო, ახლა მჭირდება ყველაზე მეტად თქვენი დახმარება და გვედში დგომა. გადადით ლინკზე, საძიებო სისტემაში ჩაწერეთ #gio ნახეთ ჩემი სიმღერა და მოიწონეთ. ვემზადებით ესპანური ვოისისათვის. ჩვენ ერთად შევძლებთ ყველაფერს #საქართველოს სახელით. ხმის მიცემა შეგიძლიათ დღის განმავლობაში რამდენჯერმე. დიდი მადლობა ყველას წინასწარ”, – დაწერა გიორგიმ  ფეისბუქში.

გიორგი 21 წლის არის და ამჟამად ბარსელონასი ცხოვრობს.

– ბავშვობიდან ვცდილობდი, რომ ყველა პოზიტიურ განწყობაზე დამეყენებინა. წარმოშობით ქარელის რაიონის, სოფელ რუისიდან ვარ, იქ დავამთავრე სკოლა და შემდეგ თბილისში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა რომ სიმღერაზე არ მივლია, ყოველთვის ჩემით ვმღეროდი. სიმღერას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ამჟამად ბარსელონაში ვცხოვრობ… ყოველთვის მინდოდა აქ წამოსვლა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წამოვედი. ძალიან მინდა, რომ აქ რომელიმე მუსიკალურ გადაცემაში მივიღო მონაწილეობა, – ყვებოდა გიორგი რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018