გიორგი მარგველაშვილი: ,,თომა არის ბრაზიანი, მსუნაგი და მძინარა” – პრეზიდენტი ცოლ-შვილს ვაშინგტონში გაექცა

ტელეწამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა გადაცემა ,,პოლიტმეტრში” საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ჰკითხა უმცროს ვაჟზე, თომაზე, რომელიც 16 იანვარს დაიბადა.

თომა არის ბრაზიანი, მსუნაგი და მძინარა, თემო კიდევ თომას ძალიან მაგრად ექცევა. ეფერება და მის აი, ამ თვისებებს დადებითად უყურებს, – აღნიშნა მარგველაშვილმა და დაამატა, რომ დუშეთში ორ პატარა ბავშვთან ერთად ცხოვრება რთულია, ამიტომაც ის ევროპასა და ვაშინგტონში გაიქცა, რომ წყნარად დაეძინა.

-პრეზიდენტი ძალიან შორსმჭვრეტულად გაიქცა ორი კვირით ამერიკაში და ევროპაში იმისათვის, რომ უფრო წყნარად ეძინოს, მაგრამ დაბრუნდა და თავის მოვალეობებს შეუდგება.

თემო თომას ეფერება ძალიან და მის სიმსუქნეს და უხასიათობას და მძინარობას დადებითად აღიქვამს, – იხუმრა პრეზიდენტმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018