გიორგი გაბუნიას დაცვა დაუნიშნეს: ,,მუდმივ სტრესში ვარ, სახლშიც არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ”

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სამართლადამცავებმა ამჯერად სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ მუქარის შემცველ წერილებთან დაკავშირებით დაიბარეს. ჟურნალისტმა გამოკითხვაზე შესვლამდე მედიასთან ისაუბრა:

-უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე. მუდმივ სტრესში მიწევს არა მარტო მუშაობა, არამედ უკვე უბრალოდ ქუჩაში მოძრაობაც კი. თუ აქამდე სამსახურში ვიყავი საფრთხის ქვეშ, ახლა უკვე პირდაპირ მიმანიშნებენ, რომ სახლშიც კი ვერ ვიგრძნობ უსაფრთხოდ თავს.

ეს ძალიან მძიმეა. მე ყველანაირი თავისუფლების შეზღუდვას ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ, ახლა უბრალოდ არჩევანი არ მაქვს. მე ვალდებული ვარ, არც კი მკითხეს, ისე დამინიშნეს დაცვა და ახლაც დაცვა არის ჩემ გვერდით.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018