არჩილ ტატუნაშვილის დედა: ,,მინდა, მთელმა მსოფლიომ დაინახოს ჩემი შვილის ხელები და დაიჯერონ, რომ რუსი ოკუპანტია, პუტინი არის მკვლელი”

,,ვითომ დივერსიის მოწყობას ცდილობდა, ვითომ ტერორისტი იყო, რაღაც დაჯგუფების წევრი და უნდა ჩაეშალა პუტინის არჩევნები, – მოყვა გადაცემა ,,იმედის კვირაში” ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედა, – სთხოვდნენ ამის აღიარებას. ვითომ შეგზავნილი იყო საქართველოს მხრიდან და ამაში მონაწილეობდა შეერთებული შტატებიც.

ჩემმა შვილმა რომ არ აღიარა, შეუტანეს სამაჩაბლოს რუკა, დაუდეს წინ და უთხრეს, თქვი, რომ სამხრეთ ოსეთიაო. სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა და არც იქნებაო, უტხრა.

მერე მიუტანეს დროშა _ ეგ მაგათი წამების წესია, ოსების, დადეს დროშა და უთხრეს, ფეხით შედექიო, მაგრამ ჩემი შვილი ცხოვრებაშიც ვაჟკაცი იყო, ვაჯკაცურად იცხოვრა და ასეთ რამეს არასოდეს გააკეთებდა, რომ დროშაზე ფეხით შემდგარიყო. ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი არჩია.

თითები სულ დაჩეჩქვილი, დანაყული ჰქონდა… ტყვია ჰქონდა მარჯვენა მხრიდან ნასროლი, წვივებიც _ სულ დაჟეჟილი, დაგლეჯილი. ეტყობა, რომ დაჩოქება უნდოდათ და ვერ დააჩოქეს ჩემი შვილი…

მინდა, მთელმა მსოფლიომ დაინახოს ჩემი შვილის ხელები და დაიჯერონ, რომ რუსი არის ოკუპანტი, პუტინი არის მკვლელი.

ჩემი შვილი ბოლო იყოს, იქნება გაერთიანდეს და გამთლიანდეს საქართველო ისე, როგოც ჩემს შვილს უნდოდა, როგორზეც ჩემი შვილი ოცნებობდა და ფიქრობდა”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018