არჩილ ტატუნაშვილის დედა: ,,გულზე დაიფინე დროშა და ზედ არ შედექი, ამიტომ დაგილურსმნეს თითები” _ ოჯახს მთელი საქართველო უსამძიმრებს

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი მთელი საქართველოდან იღებს სამძიმრებს. წამებით მოკლულ 35 წლის არჩილს მთელი ქვეყანა გლოვობს.
-გულზე დაიფინე დროშა და ზედ არ შედექი, შვილო, ჩემო ვაჟკაცო ბიჭო. თქვიო, რომ ეს ოსეთიაოა, ეგ საქართველოაო, ოსეთი არასოდეს ყოფილა და არც იქნებაო. იმიტომ დაგიმტვრიეს, დაგილურსმნეს ეგ თითები, შვილო,“- დაატირა  დედამ შვილს.
ცინიკურია რუსეთის ექპერტიზის დასკვნა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით და ჰეპატიტით გარდაიცვალა. მის ცხედარს ძალადობისა და წამების კვალი აშკარად ემჩნევა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018