,,ამხელა ბედნიერება რა ძნელი დასათმობია…” – გარდაცვლილი მარი ბურდულის ტყუპების საოცარი ვიდეო

სოციალურ ქსელში ძალიან ემოციური ვიდეო ვრცელდება, სადაც მარი ბურდულის სამი ტყუპია _ ნიკა, გეგი და სანდრო. მათი დედიკო მძიმე სენს ებრძოდა, რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ უშედეგოდ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა დედა გარდაიცავალა. ის ილიაუნის რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გახლდათ. გარდაცვალებამდე თავის ისტორიაზე სოციალურ ქსელში წერდა.

,,მას შემდეგ, რაც ღვიძლი მეტასტაზებით „მომეფინა“, ნიკას ამობობღების ყველა მცდელობაზე სრულიად გაუცნობიერებლად ვეუბნები ხოლმე, „დე,  მტკივა სხვანაირად დაჯექი“… ერთხელაც, ის ისევ საყვარელ პოზაში ამომაბობღდა, მოკალათდა ჩემს მუცელზე, მე ამჯერად რატომღაც არაფერი ვუთხარი (ეტყობა, არ მეტკინა) და უცებ, თავისი, მე მგონი, ობიექტურად ძალიან ლამაზი თვალები სრულიად დაუმრგვალდა ( ასე ემართება, როცა რაღაც ძალიან აინტერესებს), კი არ შემომხედა, თვალები პირდაპირ სახეზე შემომაყარა და მკითხა: „ დე, არ გეტკინა? ესე-იგი აღარ მოკვდები???“.

ზუსტად არ მახსოვს, რა ვუპასუხე, მაგრამ მივხვდი, რომ ბავშვებმა ყველაფერი იციან და რომ დროა, დროა ვილაპარაკოთ… საკუთარი მდგომარეობის გააზრება, რა თქმა უნდა, ყველაზე რთული მათთან მიმართებაშია.

დღემდე არ ვიცი. სწორად მოვიქეცი თუ არა, და არც ის ვიცი, ეს სად და რა ფორმით იჩენს თავს, მაგრამ მე ოთხი წლის ბავშვებთან დავიწყე ლაპარაკი იმაზე, რომ არსებოbს სიკვდილი, და დედაც შეიძლება მოკვდეს. სულ მგონია, რომ ბავშვებს იმდენად არ აზიანებთ ინფორმაცია, რამდენადაც ემოცია, რომელსაც ამ ინფორმაციას თან „ვაყოლებთ“, ამიტომ, რა თქმა უნდა, სულ სიცილ-კისკისით, მაქსიმალურად მხიარულად და ისე, ვითომც არაფერი – მოვუყევი, რომ შესაძლებელია არც მოხდეს, მაგრამ შესაძლებელია მოხდეს კიდეც…

სრულიად ჩვეულებრივად მიიღეს ეს ამბავი, დააზუსტეს, მამას ხომ არაფერი ემუქრებოდა, მერე ცოტა ხანში თამაშის სიუჟეტად აქციეს – რაღაცას თამაშობენ და უცებ მესმის “ეხლა ვითომ დედა მოკვდა და სასწრაფოს დავუძახოთ“.

მივხვდი, რომ უმკლავდებიან, გადააქვთ, შეუძლიათ… მას შემდეგ, რა თქმა უნდა, „ცაში წასვლის“ საკითხები ალბათ უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე სხვა ბავშვებს, მეკითხებიან მაგალითად ღრუბლებში დაძინების კომფორტულობაზე, ციდან „ჩამოვარდნის“ საფრთხეზე და ასე შემდეგ.

ვერ ვიტყვი, რომ ამ ამბავმა ძალიან შეცვალა ისინი, სულ ვაპირებ სპეციალისტებთან მივიდე და ვკითხო – დავუშავე რამე თუ გავაძლიერე , მაგრამ ჯერ ვერ მოვახერე”, – წერდა მარი ბურდული.

,,მარის ტყუპები 💖💖💖
ამხელა ბედნიერება რა ძნელი დასათმობია, ალბათ…
ვკვდები ამ გოგოს ცოდვით…” _ წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი მაცაცო თოხაძე და ტყუპების ზალიან ემოციურ ვიდეოს აზიარებს.

აი ასე ყოველ დღე

Posted by ვასილ მარგალიტაძე on Freitag, 24. Januar 2014

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018