კესარია აბრამიძე: “საბოლოოდ ყველამ ვიცით, რომ გაიმარჯვებს მეგრელი“

კესარია აბრამიძე: "საბოლოოდ ყველამ ვიცით, რომ გაიმარჯვებს მეგრელი“კესარია აბრამიძე საქართველოში მიმდინარე “მისტერ ვალენტინის” და სხვა სილამაზის კონკურსებს აკრიტიკებს.
„როდესაც ადამიანს თვითშეფასება აქვს მაღალი, ეს ძალიან კარგია. თუმცა, მხოლოდ ვიზუალით შეფასებაც არ ვარგა. შეიძლება იყო კარგი მწერალი, ჟურნალისტი, ბანკირი ან სხვა რამ, მაგრამ როცა საქმე ეხება სილამაზის კონკურსს, სადაც იცი რომ მხოლოდ შენს გარეგნულ მხარეზე მსჯელობენ და სტანდარტებიც მაღალი უნდა იყოს (წესით) ამ მხრივ, ცოტა მკაცრად და ობიექტურად უნდა შეხედო საკუთარ თავს.
როცა სახლში დედიკო გეუბნება რომ ყველაზე ლამაზი ყავხარ, არ ნიშნავს, იმას რომ მზად ხარ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გახდე მისტერ ვალენტინი.
ყოველწლიურად, იმდენად არაკომპეტენტური ადამიანები ატარებენ მსგავს კონკურსებს და იმდენად შეუფერებელი მონაწილეები ჰყავთ, რომ ცოტა გაოცებული ვრჩები.
ვფიქრობ, ბოროტებაა როცა 19-20 წლის ბიჭთან მიდიხარ და აჯერებ რომ შეუძლია გახდეს: მისტერ ვალენტინი, მსოფლიო დონის მოდელი ან სხვა დაპირებებით, ითანხმებ კონკურსში მონაწილეობაზე და მთელი ერის დასაცინს ხდი.
ხშირ შემთხვევაში, მონაწილეებს არც აქვთ ინფორმაცია, ვინ არიან კონკურსის ორგანიზატორები და ჰგონიათ, რომ მართლა მსოფლიო დონის მოდელები გახდებიან.
უჩნდებათ უსაფუძვლო ამბიცია და ხშირად დაცინვის ობიექტებიც ხდებიან, რის შემდეგაც იღებენ ერთგვარ ტრავმას და წლების მერე როცა უყურებენ თავიანთ საქციელს უკვე ძალიან უტყდებათ და ნანობენ.
იმდენად აბუჩად იგდებენ ასეთებს, რომ ნამდვილად რეალურ კანდიდატებსაც აღარ უჩნდებათ მონაწილეობის სურვილი.
მაგალითად, რამდენიმე წლის წინ როცა უნდა აერჩიათ “მის თბილისი” ისეთი გოგონები იყვნენ სრულიად ერი დასცინოდა და არაერთ გადაცემაში იყვნენ მიწვეული სწორედ ამ მიზნით.
ჰოდა, ისეთი კომპლექსები გაუჩნდათ, დღემდე პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ
ნუ, ამ მხრივ კარგია. დაინახეს რაღაცები…
თუმცა, საბოლოოდ ყველამ ვიცით რომ გაიმარჯვებს მეგრელი“, – წერს კესარია აბრამიძე.

ინფო 9