ქუთაისში ტორტის სახლი გაძარცვეს

ქუთაისში ტორტის სახლი გაძარცვესგუშინ, 23 თებერვალს, ქუთაისში ტორტის სახლი რაფაელო გაქურდეს. წაღებულია 2 ათასი ლარი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მაღაზიის მენეჯერის განცხადებით, მძარცველებმა ღამის 2 საათზე მინა ჩაამსხვრიეს და დაცვის სამსახურის მისვლამდე თანხა გაიტაცეს.

მძარცველები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

ნიუპოსტი