მარიამ როინიშვილი გიორგი მახარაძეზე: “ძალიან განვიცადე და დღემდე ძალიან განვიცდი, მაგრამ არ დავურეკე… “

მარიამ როინიშვილი გიორგი მახარაძეზე: "ძალიან განვიცადე და დღემდე ძალიან განვიცდი, მაგრამ არ დავურეკე... "“ნანუკას შოუში”  მარიამ როინიშვილმა ყოფილი მეუღლის, გიორგი მახარაძის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს:
“როცა გიორგის ამბავი გავიგე, არ მიტირია. როდესაც საკუთარ თავთან არ უშვებ რაღაცას ათი ათასი პროცენტით და დარწმუნებული ხარ, რომ ცუდი პასუხი არ მოვა, მოლოდინიც არ გაქვს იმისა, რომ რაღაცა ცუდი იქნება. ძალიან განვიცადე და დღემდე ძალიან განვიცდი, მაგრამ არ დავურეკე… მიუხედავად იმისა, რომ გიორგი იყო ჩემს ცხოვრებაში სხვა დოზით და სხვა ამპლუაში, გიორგი არის ჩემი შვილის მამა და გარდა ამისა ჩვენ ძალიან დიდი პერიოდი გამოვიარეთ ერთად. მასთან სხვა ურთიერთობა მაკავშირებს, მართალია, ჩვენს ურთიერთობას მეგობრობას ვერ დავარქმევთ, მაგრამ ძალიან ახლობელი ადამიანია ჩემთვის. აი, როცა საბოლოო პასუხი გავიგე, ვერ მოვითმინე, თუმცა ვერ დავურეკე გიორგის, და თეოს, დედამისს ველაპარაკე”.

მშობლები.გე