„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-12 სეზონი 26 თებერვალს მთავრდება – როდის გაგრძელდება სერიალი?

„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-12 სეზონი 26 თებერვალს მთავრდება - როდის გაგრძელდება სერიალი?„ჩემი ცოლის დაქალების“ მეთორმეტე სეზონის ბოლო სამი სერია ეთერში ამ პარასკევს, კვირას და ორშაბათს გავა. 26 თებერვალს ეს სეზონი დასრულებულად გამოცხადდება.

შემდეგ სერიალი ერთი თვის განმავლობაში ტაიმ-აუტს გამოაცხადებს. როდის დაბრუნდება ეთერში, ამის შესახებ ინფორმაცია სერიალის პროდიუსერისგან, ირაკლი საღინაძისგან მივიღეთ. როგორც მან გვითხრა, მეცამეტე სეზონი ეთერში აპრილის დასაწყისში იქნება. მანამდე კი მის თაყვანისმცემლებს მცირე ლოდინი მოგიწევთ. ვნახოთ, რას მოიფიქრებენ და როგორ ახალ პერსონაჟებს ვიხილავთ პოპულარულ სერიალში.

ფორტუნა