“ქალი რომ შენს ყურადღებას და სიყვარულს უარყოფს, როგორ შეიძლება ამან გაგაბრაზოს თუ მართლა კაცი ხარ?!” – დეკანოზი თამაზ ლომიძე ანა ნაცვლიშვილის მკვლელობას გამოეხმაურა

"ქალი რომ შენს ყურადღებას და სიყვარულს უარყოფს, როგორ შეიძლება ამან გაგაბრაზოს თუ მართლა კაცი ხარ?!"  - დეკანოზი თამაზ ლომიძე ანა ნაცვლიშვილის მკვლელობას გამოეხმაურადეკანოზი თამაზ ლომიძე 22 თებერვალს თემქაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ფაქტს ასე გამოეხმაურა:
“ქალი არ არის კაცის საკუთრება. ამ მართლა ავადმყოფების, ამ ქალების მკვლელი თუ მცემელი “შეყვარებულების” მთავარი უბედურებაა მათი ავადმყოფური მესაკუთრეობის და უპირატესობის განცდა ზოგადად ქალის მიმართ. შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება! არც დედა, არც შეყვარებული, არც ცოლი და არც შენი საკუთარი ქალიშვილი არაა შენი, როგორც კაცის საკუთრება. დედა გივლის მხოლოდ იმიტომ, რომ მან ისურვა შენი გაჩენა და მას უნდოდა, რომ ჰყვარებოდი. ცოლი შენთან ცხოვრობს არა იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი კარგი, არამედ იმიტომ, რომ მან შეგიყვარა ასეთი და მან ისურვა შენთან ყოფნა. შეყვარებული გოგონა შენთან დარჩება არა იმიტომ, რომ შენ გნებავს ასე, არამედ იმიტომ, რომ მან ისურვა ჰყვარებოდი და მან გადაწყვიტა შენთან დარჩენა. საკუთარ ქალიშვილსაც ეყვარები არა იმიტომ, რომ შენ გააჩინე და გაზარდე, არამედ იმიტომ რომ, მან, როგორც პიროვნებამ, ისურვა, ჰყვარებოდი. სანამ ასე არ აღზრდის და ამას არ ჩაუნერგავს ქართველი დედა თავის ვაჟს, მუდამ ასე ჭირვეული იდიოტივით ეგონება ზოგიერთს, რომ ქალი მისი საკუთრებაა და სასიკვდილოდაც გაიმეტებს სიყვარულზე უარის შემთხვევაში. ისე, ქალი რომ შენს ყურადღებას და სიყვარულს უარყოფს, როგორ შეიძლება ამან გაგაბრაზოს თუ მართლა კაცი ხარ?!