სტამბოლში 50 წლის მაიკო ძიძიგური მოკლეს

სტამბოლში 50 წლის მაიკო ძიძიგური მოკლესთურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ათაშეჰირის დასახლებაში, ქართველი ქალი გარდაცვლილი ნახეს.

50 წლის მაიკო ძიძიგურის ცხედარი აბაზანის კარებთან ნახევრადშიშველ მდგომარეობაში შვილის მეგობარმა იპოვა, რომელმაც მაიკო ძიძიგურს მას შემდეგ მიაკითხა სახლში, რაც მისი შვილი დაუკავშირდა საქართველოდან და უთხრა, რომ დედამისი 3 დღის განმავლობაში კავშირზე არ გამოდიოდა.

მან დასახმარებლად 112-ის სამსახურს მიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი პოლიცია.

თურქული მედიის ცნობით, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ მაიკო ძიძიგური შესაძლოა ძალადობის მსხვერპლი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის შვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, დედას სამი დღე ვერ უკავშირდებოდა და დასახმარებლად მეგობარს დაუკავშირდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დადგინდება.

ნიუპოსტი