მარგველაშვილი: “კომიკურია, რომ ანა დოლიძეს ვინმესი შეეშინდეს”

მარგველაშვილი: “კომიკურია, რომ ანა დოლიძეს ვინმესი შეეშინდეს”საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, ანა დოლიძეს მისი დაცვა არ სჭირდება.

– იუსტიციის საბჭოში ჩემი ძალიან ფასეული თანამშრომელი, ქალბატონი ანა დოლიძეა. მე ვადევნებ თვალ-ყურს იქ მიმდინარე პროცესებს და სიმართლე გითხრათ, ცოტა მეცინება ხოლმე, იმიტომ, რომ ქალბატონ ანას ჩემი დაცვა არ სჭირდება. ვინც ფიქრობს, რომ ანა დოლიძე შეიძლება შეაშინოს, ან დააშინოს ელემენტარულად არ იცის, რომ მაშინ როდესაც სულ რამდენიმე ადამიანი აპროტესტებდა გირგვლიანის მკვლელობას, დოლიძე ქუჩაში უპირისპირდებოდა გირგვლიანის მკვლელებს. ბევრი ადამიანი, მათ შორის მოსამართლე, შინაგან სინდისს უსმენდა ტელეფონში, ზარით რომელიც შემოდიოდა ადეიშვილის კაბინეტიდან. ასე, რომ ანა დოლიძეს, რომელსაც ასეთი ბიოგრაფია აქვს, მას ჩემი დაცვა არ სჭირდება. მას არ შეშინებია მაშინ, როცა უპირისპირდებოდა გირგვლიანის მკვლელებს.

ქალბატონი ანას გამოცდილება, როგორი ცხოვრებითაც იცხოვრა, როგორც ემსახურა ჩვენს ქვეყანას, კარგი არეა მარტო იმით, მას შეუძლია წყნარად მოიხედოს უკან და თქვას, რომ არ ჰქონია შემთხვევა როცა თვალი დაუხუჭავს იმაზე რაზეც ვსაუბრობდით – სხვის ჩაგვრაზე, მკვლელობაზე, ციხეში უსამართლოდ ჩასმაზე. ამის გარდა, ქალბატონმა ანამ და იმ ადამიანებმა, რომლებიც მაშინ აქტიურები იყვნენ, შეიძინეს სერიოზული გამოცდილება. მას მოქმედი სააკაშვილის და მოქმედი ადეიშვილის არ ეშინოდა. და კომიკურია, რომ დღეს ვინმესი შეეშინდეს ანა დოლიძეს.

იმედი მაქვ,ს რომ იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესები ბევრად უფრო ცივილიზებულ ფორმას მიიღებს. და, ბოლოს და ბოლოს, იქაური აქტორები მიხვდებიან, რომ ამ რაღაც „ბულინგით“ ვერაფერს გაიტანენ და დაიწყება შინაარსობრივი დისკუსია სასამართლო სისტემის რეფორმირების თაობაზე, რაც ასე ძალიან ჭირდება ჩვენს ქვეყანას.“- თქვა პრეზიდენტმა.

ნიუპოსტი