თამთა გოდუაძე საბერძნეთში თამამ კლიპში გადაიღეს – “ეს არის მხატვრული სიშიშვლე” – ვიდეო

თამთა გოდუაძე საბერძნეთში თამამ კლიპში გადაიღეს - "ეს არის მხატვრული სიშიშვლე" - ვიდეოსულ ცოტა ხნის წინ თამთას ახალი სიმღერის “Πες μου αν Τολμας” პრემიერა შედგა და გამოვიდა ვიდეო კლიპიც, რომელიც პოპულარული რამდენიმე წუთში გახდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მომღერალი მიუზიკლებშიც იღებს მონაწილეობას და ძირითადად მთავარ როლებს ასრულებს.

რაც შეეხება მის ახალ კლიპს, ცნობილი ვარსკვლავი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა, მის თამამ სცენებს, რომელიც კლიპში აქვს, ჟურნალისტების გამოხმაურება მოჰყვა. რას პასუხობს ის?!

– ვიხილეთ თქვენი ვიდეო კლიპი, რომელშიც შიშველი და ორაზროვანი სცენებია. შეიძლება ამას ხელოვნება ეწოდოს?! ხომ არ ფიქრობთ პოპ-მუსიკის დატოვებაზე და სხვა გზით წასვლაზე?

თამთა: პოპი არის ის, რასაც ვადა გასდის. ჩვენ არ ვცხოვრობთ ამერიკაში და მე არ ვარ მადონა. ყოველთვის ვცდილობ განვვითარდე, თუმცა, რა მხრივ იქნება ეს და რას ავირჩევ, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე.

– ფიქრობთ, რომ თქვენს ახალ კლიპში საკმაოდ თამამი სცენები გაქვთ?

თამთა: ეს უფრო ხელოვნება და არტისტიზმია. არის განსხვავება ხელოვნებასა და სიშიშვლეს შორის. როდესაც კლიპის რეჟისორს შევხვდი და ვისაუბრეთ, მივხვდი, რომ ამ მხრივ “საფრთხე” არ მემუქრებოდა. ეს რომ ჩემთვის რისკი ყოფილიყო, არასოდეს გავაკეთებდი.

ეს არის მხატვრული სიშიშვლე.

გეორგიანს.გრ