ვარკეთილში 24 წლის ბიჭმა თავი მოიკლა – მან გულში დანა დაირტყა

ვარკეთილში 24 წლის ბიჭმა თავი მოიკლა - მან გულში დანა დაირტყავარკეთილის დასახლებაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდამ გულში დანა დაირტყა და ადგილზე გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ოჯახური კონფლიქტი და ცოლთან დაპირისპირება გამხდარიყო, რასაც გარდაცვლილის ნათესავები არ ადასტურებენ.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

გარდაცვლილი , რომელიც წარმოშობით გურჯაანის სოფელ ვაზისუბნიდან იყო, შვილთან და მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობდა.

იმედინიუსი