გიორგი სანაიას ოჯახი გამოძიების ხელმეორედ ჩატარებას ითხოვს

გიორგი სანაიას ოჯახი გამოძიების ხელმეორედ ჩატარებას ითხოვს2001 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილ მდგომარეობაში ნაპოვნი, გიორგი სანაიას ოჯახი ჟურნალისტის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

შესაბამისი მოთხოვნით გიორგი სანაიას ოჯახი საგამოძიებო უწყებას წერილობით რამდენიმე დღეში მიმართავს.

გიორგი სანაიას ძმის, ვახო სანაიას, თქმით, ოჯახი საქმის ხელახალი გამოძიების აუცილებლობაში მას შემდეგ დარწმუნდა, რაც ერთ-ერთ არხზე გასულ სიუჟეტში გიორგი სანაიას მკვლელობის ახალ გარემოებაზე იყო საუბარი.

– ის ლაპარაკობს დეტალებზე და ავითარებს პანკისურ ვერსიას, მათ შორისკასეტასთან დაკავშირებით. ის პირდაპირ აცხადებს, რომ იცის, ვინ იყო ამ მკვლელობის ორგანიზატორები, დაასახელა ყოფილი მაღალჩინოსნები. ამბობს, რომ იცის, ვინ შეასრულა ეს მკვლელობა და აცხადებს, რომ ეს იყო შოთა ჭიჭიაშვილი. ჩვენ, ოჯახი ვითხოვთ, რომ მოხდეს პროკურატურის მხრიდან ამაზე რეაგირება. ჩვენ არ ვიცით, ვინ რა ინტერესით, ახლა რატომ დაიწყო მან ამაზე ლაპარაკი. ჩვენ არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან და არც გავალთ. ეს ყველაფერი არის გამოძიების გასაკეთებელი, – განაცხადა ვახო სანაიამ.

დღეს გიორგი სანაიას 43 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ტელეწამყვანი 2001 წლის ივლისში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. მისი მკვლელობის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

პირველი

„გიორგი სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა“ – პატიმარ კოტე ციხისთავის სკანდალური ზარი ციხიდან