ნანუკა გულუა: „ჩემი მეგობრები მიკრძალავენ ძველი ფოტოების დადებას…”

ნანუკა გულუა: „ჩემი მეგობრები მიკრძალავენ ძველი ფოტოების დადებას..."ნანუკა გულუა მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. დოჩი ალიშბაიას პერსონაჟი გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა და მაყურებლის სიყვარული მოიპოვა.
როგორც ცნობილია ნანუკა ხუთი წლის წინ ას კილოზე მეტს იწონიდა. მან დიეტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით 50 კილო დაიკლო. ნანუკამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც 100 კილოზე მეტს იწონის.

„ჩემი მეგობრები მიკრძალავენ ძველი ფოტოების დადებას, მე კიდევ ვფიქრობ რომ ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვებაა ეს… ცოტა მომენატრა … ჩემზე თბილი და კეთილი იყო“, – წერს ნანუკა.მერი ბლიაძე, მშობლები.გე