აშშ-ში მოკლული ქართველი მამაკაცი ქუთაისელი დავით კანდელაკია

აშშ-ში მოკლული ქართველი მამაკაცი ქუთაისელი დავით კანდელაკიააშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვა, მათ შორის ერთი ქუთაისელი დავით კანდელაკია. მეორე გარდაცვლილი 31 წლის ჯოშუა რეისია, რომელსაც აღნიშნული სახლი ეკუთვნოდა.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ის გაუჩინარდა.
დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა.
პოლიციამ ორი მოკლული ხუთშაბათს აღმოაჩინა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

ინტერპრესნიუსი