„ფროდო რო ბაზრობს, ნუნუკა კი არა, მე ვიკერები…“- რა გამოხმაურება მოჰყვა ნუნუკასა და ფროდოს რომანს

„ფროდო რო ბაზრობს, ნუნუკა კი არა, მე ვიკერები...“- რა გამოხმაურება მოჰყვა ნუნუკასა და ფროდოს რომანსექვსი წლის განმავლობაში, რაც რუსთავი2-ზე სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ გადის, მაყურებელმა უამრავი სასიყვარულო რომანი იხილა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველაზე უჩვეულო რომანი მე-12 სეზონში ელოდათ.

ღორეშელი დიასახლისის, დაოჯახებული შვილის დედის, ნუნუკასა და მომხიბვლელი ახალგაზრდა ბიზნესმენის ფრიდონ გამცემლიძის რომანი, ქართული რეალობისთვის საკმაოდ უცხო აღმოჩნდა. სერიალის შემქმნელებმა ქართველ მაყურებელს „აღმოაჩენინეს“, რომ ზრდასრული შვილის პატრონი, მუდამ „კუხნაში“ მოფუსფუსე ნუნუკაც ქალია და მასაც აქვს უფლება, უყვარდეს და უყვარდეთ.

გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად, რომ ქართული საზოგადოება ზომაზე მეტად კონსერვატიულია, ნუნუკას ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა.

„ოო ნუნუ მიშლის ეხლა ნერვებს, თან უნდა და თან არ უნდა. უთხრა შვილმა იცხოვრე როგორც გაგეხარდებაო და რა კომპლექსები აქ ვერ გავიგე. მაგრამ, ქართველი დედაა რა რას იზამ. ქალს, რომელსაც ვერ წარმოუდგენია მის ასაკში ასეთი ურთიერთობების დაწყება, თან მასზე ბევრად უმცროსი ასაკის მამაკაცთან და თან არ ენდობა მაინც ბოლომდე. ეშინია, არ შეცდეს და მერე ხალხი რას იტყვის ესაა. მაინც ხალხი, მაინც შვილი, მაინც ოჯახი და ვალდებულებები“

„ძალიან კარგია ფროდო და ნუნუკა გთხოვთ ეს წყვილი არ დააშოროთ.“

„ჩემს პირად ცხოვრებაზე არ მინერვიულია იმდენი, რამდენსაც ნუნუკას ცხოვრებაზე ვღელავ…“

„მიყვარს ნუნუკა! ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას ,რა მნიშვნელობა აქვს 20წლის იქნება თუ 40ის ან მეტის ?უამრავი ქართველი ქალია ასეთ დღეში,ვისაც ოჯახი სხვადასხვა მიზეზით დაენგრა და მთელი ცხოვრება ხაჭაპურების ცხობასა და უსიყვარულიბაში გაატარა და იქნებ ოდესმე მივხვდეთ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას.“

„ფროდო რო ბაზრობს, ნუნუკა კი არა, მე ვიკერები…“

„ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერებას. ამ ქალს არც ოჯახი დაუტოვებია და არც ქმარი მიუტოვებია და არ არის ღირსი გვერდით ყავდეს ადამიანი, რომელიც პატივს სცემს და ეყვარება? კარგი მაგალითია და გაკვეთილი, მაგრამ ვისაც არ უნდა ის მაინც ვერ შეიგნებს.“

„ყველა ასაკში ჭირდება ქალს საკუთარი, მხოლოდ თავისი ბედნიერება . რატომ ვერ იგებს ამას ქართველი ერი ?? მერე რა , რომ შვილები ყავს , მერე რა რომ უკვე აღარაა 20 წლის ან თუნდაც სხვა რამ … ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი და ამით სამყაროც უკეთესი გახდება…“

ნიუპოსტი