როგორია მაკა ჩიჩუას და პატარა თომას ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი

როგორია მაკა ჩიჩუას და პატარა თომას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის პირველი კომენტარისაქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი და პირველი ლედი ღუდუშაურის კლინიკაში რჩებიან და დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ.
როგორც „მკურნალი.გე“-ს ღუდუშაურის კლინიკის პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, სოფო თამაზაშვილმა განუცხადა, მშობიარობამ ჩაიარა კარგად, ყოველგვარი გართულების გარეშე და დედაც და ახალშობილიც ძალიან კარგად გრძნობენ თავს.
ექიმის ინფორმაციით, პატარა თომა მარგველაშვილი გუშინ საღამოს, დაახლოებით 11 საათისთვის საკესირო კვეთით დაიბადა. ახალშობილი წონა არის 2.950 კგ., სიგრძე – 48 სმ.
– დაყოვნდებიან კლინიკაში გარკვეული დროის განმავლობაში წესისამებრ და შემდგომ ბინაზე გაეწერებიან. ყველაფერი იყო დროული ვადის და ნორმის ფარგლებში. არანაირ გართულებებს ადგილი არ ჰქონია და ძალიან ჯანმრთელი ახალშობილი გაჩნდა, – აღნიშნა სოფო თამაზაშვილმა.
თამარ ნეფარიძე