მაკა ზამბახიძის “შუს” რეცეპტი, რომელიც თბილისში ძალიან პოპულარულია

მაკა ზამბახიძის "შუს" რეცეპტი, რომელიც თბილისში ძალიან პოპულარულიამომღერალ მაკა ზამბახიძის “შუ” თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გთავაზობთ ნამცხვრის მომზადების რეცეპტს, რომელიც მაკამ ჟურნალ „სარკეს“ გაანდო.
მომზადების წესი: 
ქურაზე დადგით ღრმა ქვაბი, ჩაასხით 200 გ წყალი, მასში გაალღვეთ 250 გრ კარაქი და დაამატეთ 250 გრამი ფქვილი. ამ მასას უნდა ურიოთ ხის კოვზით. ცეცხლიდან როცა გადმოდგამთ, გაგრილდება და მიქსერით შეათქვიფეთ 4 ცალი კვერცხი. ამის შემდეგ თუნუქის ტაფაზე გაფინეთ ფოლგის ფურცელი, მოაყარეთ ფქვილი, საშუალო ზომის კოვზით ამოიღეთ ცომი, დადეთ ტაფაზე და შედგით ღუმელში. 30 წუთში გამოცხვება.
კრემის მომზადების წესი: კრემის მოსამზადებლად

საჭიროა: ფქვილი 15 ს/კ, შაქარი 15 ს/კ, რძე 1 ლ, კარაქი ერთი შეკვრა.
1 ლიტრ რძეში გახსენით ფქვილი და შაქარი. შემდეგ მოადუღეთ და როცა გაცივდება, შეაზილეთ ერთი შეკვრა კარაქი. შემდეგ შუს შუაში გაჭრით და ერთ კოვზ კრემს ჩაუდებთ.