ვიდეო, სადაც ქალს ცოცხალს მარხავენ, ტაილანდური ფილმიდანაა

ვიდეო, სადაც ქალს ცოცხალს მარხავენ, ტაილანდური ფილმიდანაარამდენიმე დღეა, ქართული ინტერნეტსაიტები ავრცელებენ კადრებს, სადაც ნაჩვენებია, გარდაცვლილი კაცის ცოლს როგორ აგდებენ საფლავში და ცოცხალს მარხავენ. ვიდეოს აწერია, რომ ეს ტაილანდში ხდება. ზოგი წერს, რომ ეს ტაილანდში კი არა, ბირმაშია გადაღებული და ლინჩის წესით გასამართლებაა ასახული _ ქალმა ქმარი მოკლა და ამის გამო ცოცხალი დამარხესო.

სინამდვილეში ეს არის კადრები საკმაოდ უგემოვნო ტაილანდური ფილმიდან. ასე რომ, სიმართლესთან ახლოსაც არ არის.