გერმანიაში 59 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე და მისი რუსი ცოლი დააკავეს

გერმანიაში 59 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე და მისი რუსი ცოლი დააკავესგერმანელმა სამართალდამცავებმა 59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა badische-zeitung.de იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 39 წლის ქართველი მამაკაცი, ეროვნებით რუს მეუღლესთან ერთად ქალაქ ულმში ცხოვრობდა.
გამოძიების ცნობით, ისინი მოკლულის ოჯახის წევრებს იცნობდნენ. საქართველოს მოქალაქეს და მის მეუღლეს თავდაპირველად, სავარაუდოდ, მოკლულის ბინის გაქურდვა ჰქონდათ განზრახული. შემთხვევას შეესწრო მოხუცი ქალიც, რომელიც გარდაცვლილის დედა აღმოჩნდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილ ცოლ-ქმარს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.