ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიის სასამართლოში დაიბარეს – რა დავა აქვს მას პატრიკ ლესკადრონთან

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიის სასამართლოში დაიბარეს - რა დავა აქვს მას პატრიკ ლესკადრონთანბიძინა ივანიშვილი ჟენევის სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა საქართველოს ექს პრემიერ-მინისტრმა ავადმყოფობის გამო სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა. ივანიშვილის ადვოკატები სასამათლოსთვის შესაბამისი ცნობის წარდგენასაც აპირებენ.

ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს 150 მილიონ დოლარს ედავება, ივანიშვილის უფლებადამცველების თქმით, ერთ-ერთმა ფინანსურმა მენეჯერმა ეს ფული წამგებიან ბიზნესში დააბანდა, ექს პრემიერი სწორედ ამ ფულის დაბრუნებას ითხოვს.

დღევანდელ პროცესზე მოპასუხე მხარემ ივანიშვილის დაკავებაც მოითხოვა თუ დადასტურდება, რომ მან სასამართლო შეცდომაში შეიყვანა და პროცესზე გამოუცხადებლობა ჯანმრთელობის პრობლემებს არ უკავშირდება.

შვეიცარიული ბანკი ბრალდებებს უარყოფს. ბანკირი პატრიკ ლესკადრონი ამტკიცებს, რომ ყველა ოპერაციას მის კლიენტთან, ბიძინა ივანიშვილთან, ათანხმებდა, ოპერაციების დროს ფული “გაზპრომის” მაღალჩინოსნებთან მიდიოდა.

ნიუპოსტი