ანა ჯავახიშვილი ლუკა თარხან მოურავზე: “ჩემი შეყვარებული ჩემთვის თავდადებულია და ამაში ჰგავს სანის” – ქრისტინე ქალთევზაშვილის როლის შემსრულებლის მამა ბიზნესმენი კი არა, ქირურგია

ანა ჯავახიშვილი ლუკა თარხან მოურავზე: "ჩემი შეყვარებული ჩემთვის თავდადებულია და ამაში ჰგავს სანის" - ქრისტინე ქალთევზაშვილის როლის შემსრულებლის მამა ბიზნესმენი კი არა, ქირურგია20 წლის მსახიობი, ანა ჯავახიშვილი რამდენჯერმე მიიწვიეს სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში”, მაგრამ უარს ამბობდა. ბოლოს, როცა ქრისტინე ქალთევზაშვილის როლი შესთავაზეს და სცენარი ნახა, სიამოვნებით დათანხმდა. ქრისტინეს ცხოვრება მისთვის გარკვეულწილად ნაცნობი და გასაგებია, რადგან თავადაც შეყვარებულია. მისი რჩეული 23 წლის მსახიობი ლუკა თარხან-მოურავია.

ანა ჯავახიშვილი ჟურნალ ”სარკეს” ესაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან.

ანა ჯავახიშვილი:

– ვიცნობ ქრისტინესნაირ გოგოებს, რომლებიც სახლში ისე არიან გაზრდილი, ჭიანჭველისაც კი ეშინიათ და ზუსტად ასეთებს შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც ჩემი გმირი მოიქცა. ამაში სახლიდან გაპარვას ვგულისხმობ.

ქრისტინე მშვიდი გოგოა, ყველა მის ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებას. მე კი ძალიან დამოუკიდებელი ვარ. ქრისტინესგან განსხვავებით, არც სპონტანურობა მახასიათებს.

ქრისტინე და სანი გადაწყვეტილებებს ვითომ ერთად იღებენ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს სანი წყვეტს. მათ ისედაც შეეძლოთ, ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ სანი ამბების გამჩაღებელი ბიჭია.

_ როგორც ვიცი, რომ შეყვარებული გყავთ – ლუკა თარხან-მოურავი. ის და სანი თუ ჰგვანან ერთმანეთს?

– არაფრით ჰგვანან ერთმანეთს. სანის ყველაფრის მიმართ პროტესტი აქვს. ლუკა კი თუ რამეს აპროტესტებს, ამას მიზეზიც აქვს. ქრისტინეს და ანას სასიყვარულო ურთიერთობები განსხვავებულია. ჩემი პერსონაჟი იდეებს აყოლილი და ბავშვურია. მე კი გადაწყვეტილებების მარტივად მიღება არ შემიძლია და ვერც ოჯახიდან გავიპარებოდი. ჩემი გმირი ფუფუნებაში გაზრდილი გოგონაა, რომელსაც რამე რომ ჰქონდეს, ამისთვის ძალისხმევა არ სჭირდება, ჩემს შემთხვევაში კი ასე არ არის.დედა იურისტია, მამა – ქირურგი…

_ ქრისტინეს დედამთილი ჩიკაა, რომლის როლსაც ანი ჩირაძე ასრულებს. რას ფიქრობთ ამ პერსონაჟზე და თავად მსახიობზე?

– ჩიკა ძალიან კეთილი დედამთილი აღმოჩნდა. მისნაირ ადამიანთან ერთად ცხოვრება რთულია, თუმცა ოჯახის წევრებისთვის ძალიან კარგი ქალია.

ანი ჩირაძე თავის პერსონაჟს, ჩიკას, რაღაცებით ნამდვილად ჰგავს, თუნდაც საუბრის მანერით. ბევრი რაღაც მის საუბარში ექსპრომტია…

_ რა თვისებებით შეგიყვარდათ ლუკა?

– ჩემია, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემი მეორე ნახევარი წარმომედგინა. თავისი პროფესია უყვარს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის თავდადებული ადამიანია. აი, ამაში კი ჰგავს ქრისტინეს შეყვარებულს….

სოფიო ბოჭორიძე, სრული ინტერვიუ იხილეთ ჟურნალ “სარკის” მიმდინარე ნომერში