ქეთა თოფურიამ გუფი თავის ოჯახს გააცნო – წყვილს ხშირად ხედავენ ქართულ კაფე „ხაჭაპურში“ მოსკოვის ცენტრში

ქეთა თოფურიამ გუფი თავის ოჯახს გააცნო - წყვილს ხშირად ხედავენ ქართულ კაფე „ხაჭაპურში“ მოსკოვის ცენტრშირუსული გამოცემა life.ru ქეთა თოფურიასა და რუსი რეპერის, გუფის, რომანის ახალ დეტალებზე ალაპარაკდა.

სტატიის ავტორი აცხადებს, რომ წყვილის რომანი ნელ-ნელა გამოდის საიდუმლოების ჩრდილიდან და სოციალური ქსელის მეშვეობით შეპარვით ატყობინებენ თავიანთ თაყვანისმცემლებს, რომ ერთად არიან.

ჟურნალი “Стархит” კი წერს, რომ ქეთა და გუფი თავისუფალ დროს სულ ერთად ატარებენ. ამავე გამოცემის ცნობით, თოფურიამ უკვე გააცნო თავის ოჯახს ახალი შეყვარებული, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ალექსეი დოლმატოვია. ამასთან, წყვილს ხშირად ხედავენ ქართულ კაფე „ხაჭაპურში“, რომელიც მოსკოვის ცენტრში მდებარეობს. ჟურნალისტს ამის შესახებ თავად კაფეს მენეჯერმა აუწყა. მისივე ცნობით, ქეთამ გუფს ქართული სამზარეულოს რჩეული კერძები გაასინჯა – ხაჭაპური, ხინკალი, ფხალი, აჯაფსანდალი.

შეგახსენებთ, რომ ქეთასა და გუფის ფარული რომანის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში გავრცელდა, როდესაც ერთ-ერთ კურორტზე პაპარაცმა ფოტო და ვიდეო გადაუღო წყვილს ერთობლივი არდადეგების დროს.

დრონი.გე